მუსლიმი ბებოები ტატუებით – დავიწყებული ისტორია

Yumna Al-Arashi ლონდონში მოღვაწე ფოტოგრაფი, კინორეჟისორი და მწერალია. მის ნამუშევრებს შეხვდებით ისეთ პუბლიკაციებში, როგორიცაა Vogue, New York Times, Artsy და სხვა.

Yumna-ს ერთ-ერთი დოკუმენტური ფოტოპროექტია “Face”, რომელშიც მან გააცოცხლა მუსლიმი ქალების დავიწყებული, რეპრესირებული ისტორია. ამ ქალების სახეებზე არსებულ ტატუებს ახლა უკვე ნაოჭები მალავენ, თუმცა მოხატული სახის ეს სიმბოლოები ნიშანია მათი კოლექტიური იდენტობისა.

© Yumna Al-Arashi

ფოტოგრაფისთვის ინსპირაციის წყაროდ მისივე ბებიისა და დიდი ბებიის მოხატული სახე იქცა, რის შემდეგაც მან იმოგზაურა მაროკოში, ტუნისსა და ალჟირში. ამ ადგილებში ჯერ კიდევ გავრცელებულია ეს კულტურა და ის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ეს დიდი ქვეყნების პატარა ადგილებში მცხოვრები ქალების დამალული ისტორიაა, რომლებმაც ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გადაწყვიტეს მათი სხეულები გამორჩეული ყოფილიყო. ისინი ზოგჯერ ამ ისტორიას სახის გარდა თავიანთ ხელ-ფეხზეც აღბეჭდავდნენ და ეს ცოტათი მტკივნეული პრაქტიკა ჩამოყალიბდა ერთგვარ რიტუალად, რომლის საშუალებითაც ქალებს სურდათ საკუთარი სხეულები თავიანთ მოგონებებთან დაეკავშირებინათ.

ერთი შეხედვით ზედაპირული სიმბოლიკის მატარებელი პასაჟი რეალურად საკმაოდ ღრმა მნიშვნელობას ატარებს აღნიშნული კომუნის ქალებისთვის. მათ სხეულებზე არსებული დახვეწილი ფორმები წრეების, ხაზებისა და წერტილების სახით მათ სულიერ სიძლიერეს მატებდა. მათი გასხვავებული ვიზუალი ძლიერ და მებრძოლ ხასიათს უკავშირდება, ყვავილებისა და მცენარეების სიმბოლოებით დატვირთული სხეულები კი მიიჩნევა, როგორც დედამიწისა და ქალის კავშირის სიმბოლო.

© Yumna Al-Arashi

ფოტო-პროექტი პოლიტიკური მნიშვნელობისაა, რადგან ის ასახავს 1930 წლებიდან მოყოლებულ რეალობას რელიგიურ და პოლიტიკურ ჭრილში. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემში სახის მოხატვის ხელოვნება თანდათან დავიწყებას ეძლევა, ფოტოები გადმოსცემენ საოცრად ძლიერი ქალების ისტორიას, კერძოდ კი მათ სახეებს, როგორც მუსლიმ ქალთა მონათხრობის მთავარ ნარატივს – “აღმოსავლელი ქალის “ ალტერნატიულ გამოსახულებას.

ფოტოპროექტი “Face”

© Yumna Al-Arashi

Yumna Al-Arashi ინსტაგრამზე – www.instagram.com/yumnaaa