AzerTelecom-ის აღმასრულებელ დირექტორს, ანა ნაკაშიძეს ღონისძიება “Women in Tech® Caucasus and Central Asia Awards (CCA) 2023”-ზე პრესტიჟული ჯილდო, “Global Leadership Women in Tech” გადაეცა.
აღნიშნული ჯილდო აფასებს იმ ქალების წვლილს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ცნობისთვის, ანა ნაკაშიძე AzerTelecom-ს 2018 წელს, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდა, 2022 წელს კი ის კომპანიის CEO-დ აირჩიეს.
ანას 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში. AzerTelecom-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნამდე, მას ეკავა სხვადასხვა მენეჯერული თანამდებობები საჯარო, კერძო და საკონსულტაციო სექტორებში, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.