Apple უფასო ონლაინ საგანმანათლებლო ტრენინგების სახით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამა Develop in Swift 13 ივლისს დაიწყო და მისი მიზანია, კიდევ უფრო მეტ პედაგოგს დაეხმაროს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში, რათა შემდგომ მათ გაუზიარონ თავიანთი ცოდნა მომავალი თაობის დეველოპერებსა და დიზაინერებს.
სასწავლო კურსი ორიენტირებულია საშუალო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, მათ სასწავლო გეგმაზე, და მორგებულია როგორც ახალ, ასევე გამოცდილ პროგრამისტებზე.
უფასო სასწავლო პროგრამა გამოიყენება Apple Books-ის მეშვეობით და კურსი ძირითადად Swift-სა და Xcode-ს ეხება.
კურსებით სარგებლობა შეუძლიათ მშობლებსაც. დამატებითი რესურსები განთავსებულია Apple–ის ახალ სასწავლო ვებ-გვერდზე, სადაც ხელმისაწვდომია დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსები, მათ შორის ვიდეოები და ვირტუალური კონფერენციები. ამასთან, შესაძლებელია უფასო ინდივიდუალური სესიების დაგეგმვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს Apple–მა შექმნა მრავალმხრივი პროგრამა Everyone Can Code, რომელიც სწავლებით უზრუნველყოფდა განურჩევლად ყველა შესაძლებლობისა და ასაკის მოსწავლეს.
კომპანია Develop in Swift-ისა და Everyone Can Code-ის შესაქმენლად 40 წლის განმავლობაში მუშაობდა პედაგოგებთან ერთად. Apple-ის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი სიამაყით ივსებიან, როდესაც კოლეჯის სტუდენტებს თავიანთი კამპუსისთვის რაიმე სახის პროგრამის შექმნის პროცესში, ხოლო პედაგოგებს ზაფხულის არდადეგების განმავლობაში ვირტუალურ სწავლებაში ჩართულებს ხედავენ.
პროგრამა Develop in Swift შეიქმნა 2019 წელს და ამჟამად 9000–ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება იყენებს მსოფლიოს მასშტაბით.
პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.