საქართველოს ბანკმა EBRD-თან 100-მილიონიანი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)  საქართველოს ბანკს 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხი გამოუყო კორონავირუსის პერიოდში დაზარალებული ლოკალური კერძო ბიზნესების დასახმარებლად. აღნიშნული თანხა ძირითადად მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე სესხების გაცემას მოხმარდება. ეს სეგმენტი განსაკუთრებით მნიშნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და პრიორიტეტულია EBRD-სთვისაც.

Photo Credits to EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისთან საბრძოლველად. 2020-2021 წლებში EBRD ჯამში 21 მილიარდ ევროს გამოყოფს 38 ბენეფიციარი ქვეყნის ეკონომიკების დასახმარებლად.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით ეს არის პირველი თანამშრომლობა EBRD-თან 2020 წელს, მსგავსი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა და მომსახურების შესათავაზებლად.

შეგახსენებთ, რომ EBRD წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია 3.8 მილიარდ ევროს აღემატება და ჯამში 251 კომპანიას მოიცავს, რომელთა 87% კერძო სექტორზე მოდის.

3 Comments
  1. Wow, awesome blog layout! How lengthy have you ever been running a blog for?

    you made blogging look easy. The whole look of your site is excellent,
    let alone the content! You can see similar here sklep online

  2. Howdy! Do you know if they make any plugins to assist with SEO?
    I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords
    but I’m not seeing very good success. If you know of
    any please share. Kudos! You can read similar art here:
    Najlepszy sklep

  3. Hello there! Do you know if they make any plugins
    to assist with SEO? I’m trying to get my blog to rank for some targeted
    keywords but I’m not seeing very good gains. If you know of
    any please share. Appreciate it! I saw similar article here: Scrapebox AA List

Leave a Reply

Your email address will not be published.