ბილაინის აბონენტებს Stingray Music-ზე ექსკლუზიური წვდომა ექნებათ

საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი ბილაინი მის მომხმარებლებს წვდომას აძლევს მსოფლიოში წამყვან კიდევ ერთ პლატფორმაზე – მუსიკალურ აპლიკაციაზე Stingray Music.  აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს მათ გემოვნებაზე მორგებული სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ ბილაინის აბონენტებს, თვეში $3.99 გადახდის სანაცვლად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ  Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სტანდარტული პაკეტისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხით და თავისუფალია რეკლამისგან.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android საოპერაციო სისტემაზე და სარგებლობისთვის არ არის საჭირო რეგისტრაცია – აპლიკაცია არჩევს როდესაც გადმოწერა ხდება ბილაინის სიმ ბარათის მქონე ტელეფონით და პირდაპირ პრემიუმ პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს აბონენტს.

კანადაში დაფუძნებული კომპანია Stingray Group Inc. მსოფლიოში წამყვანი მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანიაა. Stingray-ს ჰყავს 400 მლნ გამომწერი, მსოფლიოს 156 ქვეყანაში. Stingray-ს მუსიკალური აპლიკაციის მეშვეობით, ათასობით სიმღერას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ადგილას მოუსმინოთ.

მეტი ინფორმაციისთვის პროდუქტის შესახებ: https://www.stingray.com

No Comments Yet

Comments are closed