ცხოვრების დაჩქარებული რიტმი თანამედროვე ადამიანის ინტერესების, თუ მოთხოვნების ყველა სივრცეში, გადაწყვეტილებების ძიების და მიღების პროცესისთვის დროს უფრო და უფრო ამცირებს. მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ: მე ჟურნალისტი ვარ, ჩემი დღის წესრიგი მხოლოდ საკუთარ ინიციატივებს არ მიჰყვება, ყოველი ახალი დღე დატვირთული და ხშირად, დაუგეგმავია, ამიტომ ჩვენს პროფესიაში ვისაც რაიმე მიმართულებით სადაზღვევო მომსახურება სჭირდება, მას კვალიფიციურ პერსონალთან დროული წვდომა და ბევრისთვის ნაცნობი ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე, ერთი სატელეფონო ზარით პრობლემების მოგვარება სურს.

ასეთი მოთხოვნები არაერთი პროფესიის წარმომადგენლებში თანდათან თავს იჩენს და სადაზღვევო ინდუსტრიაც ცდილობს, მათ უპასუხოს. კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ზემოთ აღნიშნული გარემოება საქმიანობის პირველივე დღიდან საკუთარ სამიზნედ აქცია, არის „ბენეფიტსი“, რომელიც მალე სამი წლის იუბილეს აღნიშნავს. უნდა აღინიშნოს, რომ „ბენეფიტსი“ საერთაშორისო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადაზღვევო კომპანიის Global Benefits Group-ის მხარდაჭერით არის შექმნილი.

სამწლიანი ისტორიის საზეიმოდ კომპანიას საინტერესო რიცხვები უმაგრებს ზურგს: საქმიანობის პირველ – 2017 წელს, „ბენეფიტსის“ მოზიდული პრემია 5.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 16.6 მილიონს გადააჭარბა, 2019 წელი კი თითქმის 20.2 მლნ ლარით დასრულდა. ამ თანხის ნახევარი – 10,1 მლნ, გასაკვირი არ არის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტენდენცია მხოლოდ „ბენეფიტსის“ პორტფელისთვის დამახასიათებელი არ არის. კერძოდ, ბოლო ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში, ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 481,85 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 180 მილიონზე მეტი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის…. თუმცა, „ბენეფიტსის“ შემთხვევაში, წარმატებულ საქმიანობას მისი მასშტაბები და თითოეული კლიენტის უნიკალურ მოთხოვნებზე ფოკუსირება განაპირობებს.

„დაზღვევა საზღვრებს გარეშე – ეს ნამდვილად ასეა, ეს აისახება როგორც ჩვენს პროდუქტებში, ასევე ჩვენს მიდგომებში. ჩვენთვის პრიორიტეტია მომხმარებელი და მომხმარებლის ხმა. ის, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასია, ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიაზრებთ. ყველა ჩვენი დაზღვეულის სურვილი არის გადამწყვეტი ყველა ეტაპზე, დაწყებული პროდუქტის შექმნიდან მომსახურების მიღებამდე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს განსხვავებულ სადაზღვევო პროდუქტებს და მიდგომებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე დავნერგეთ როგორც პროდუქტების ჭრილში, ასევე მომსახურების კუთხით. სწორედ ამიტომ კომპანიაში სერვისების სამსახურიც შეიქმნა, რომლის მთავარი ამოცანა, სერვის-მენეჯერების მიერ, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებაა. სერვისს მენეჯერებს კომპანიის მომხმარებლების მაჯისცემაზე უდევთ ხელი”, – განმარტავს კომპანიის საოპერაციო დირექტორი თეა ხუნდაძე Forbes Woman-თან ინტერვიუში და დასძენს, რომ მათთან ყველა დაზღვეული განსაკუთრებულია.

„თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია დრო. ამის გათვალისწინებით ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის დრო. სწორედ ამიტომ „ბენეფიტსი“ ზრუნავს ჩვენი დაზღვეულების კომფორტზე და ვთავაზობთ მაღალხარისხიან, დროულ მომსახურებას. „ბენეფიტსის“ შემთხვევაში, სადაზღვევო პროდუქტების წარმატებას მისი მასშტაბები და თითოეული კლიენტის უნიკალურ მოთხოვნებზე ფოკუსირება განაპირობებს“, – გვიყვება თეა ხუნდაძე, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევაზე საუბრისას ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს გამოყოფს – ეს კრიტიკული დაავადებების დაზღვევაა. ეს პაკეტი ისეთ შემთხვევებს აერთიანებს, როგორებიცაა სიმსივნე, ინსულტი, გულის შეტევა და ა.შ. აღნიშნული პროდუქტი მის მფლობელებს არა მხოლოდ კონკრეტულ სამედიცინო ხარჯებს უფარავს, არამედ მათ მიმართ ერთგვარ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს და სადაზღვევო პაკეტის სრულ ლიმიტს – თანხას გადასცემს.

„ამ მიდგომით ერთგვარად ხდება კომპენსირება, იმ უსიამოვნო განცდების რაც ადამიანისთვის კრიტიკულ დაავადებებს ახლავს. ამ დაავადებების ჩამონათვალი, რომელსაც ეს დაზღვევა ფარავს, საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი ხდომილების ალბათობები, სამწუხაროდ, იზრდება”, – აღნიშნავს თეა ხუნდაძე.

რასაც „ბენეფიტსის“ საოპერაციო დირექტორი ამბობს, იმას სტატისტიკა ადასტურებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მაგალითად, ონკოლოგიის მიმართულებით ბოლო მაჩვენებლებს თუ ჩავხედავთ, 2018 წელს საქართველოში ავთვისებიანი წარმონაქმნის 9 635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 73 ერთეულით აღემატება. სიმსივნეების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის კი, ცხოვრების არაჯანსაღი წესი – თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და სხვა რისკ-ფაქტორებია.

მართალია, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით „ბენეფიტსის“ სარგებელი, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროში მომსახურების მიღებით დაინტერესებულებმა გაიგეს, მაგრამ ეს კომპანია სადაზღვევო პროდუქტების დივერსიფიცირებაზე აქტიურად მუშაობას, რასაც ისევ რიცხვები ადასტურებენ. მაგალითად, თუ „ბენეფიტსში“, ჯანმრთელობის დაზღვევიდან მოზიდული პრემიის ჯამური მოცულობა 2019 წელს, დაახლოებით 4%–ით გაიზარდა, სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სადაზღვევო პაკეტით „ბენეფიტსში“, 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს უკვე თითქმის 93%–ით მეტი პრემია მოიზიდეს. „ბენეფიტსის“ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ჩამონათვალში ასევე შეხვდებით, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, ქონების დაზღვევას, უბედური შემთხვევებისგან დაზღვევას და ა.შ, რაც იმას ადასტურებს, რომ კომპანია ბაზარზე პოზიციებს წლიდან წლამდე იმყარებს.

რა არის გადაზღვევის არსი? – ნებისმიერი ბიზნესის მსგავსად, რომელსაც რისკების დაზღვევა სჭირდება, ისევეა სადაზღვევო კომპანიებიც, მათ თავიანთი რისკები სადმე უნდა გადაანაწილონ. სწორედ ამიტომ ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები გადამზღვევ კომპანიებს მიმართავენ და ერთ–ერთი ასეთი არის „ბენეფიტსი“.

„საქმიანობის დაწყების პირველივე წამიდან, საქართველოში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ეს სერვისი შევთავაზეთ, შეიძლება ითქვას, ამ კუთხითაც უნიკალური განაცხადით შემოვედით“, – აცხადებს თეა ხუნდაძე, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქ მიაჩნიათ, რომ მარტივია, დაზღვევა გახდეს ყველას ბენეფიტი და გასული სამი წლის მსგავსად, ისევ გადაითარგმნოს იდეაში – დაზღვევა საზღვრებს გარეშე, სადაც ყოველი ადამიანი საკუთარ, უნიკალურ მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტებს და მომსახურებას მიიღებს.

 

ავტორი: დავით ჯალაღონია

ფოტო: ნათია ასანიძე

No Comments Yet

Comments are closed