იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ბერგამოს მერი, ჯორჯო მორი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ფართოდ და სწრაფად გავრცელება სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის თამაშმა განაპირობა.

ცნობისთვის, 2020 წლის 19 თებერვალს მილანში გამართულ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე ბერგამოდან 40,000 გულშემატკივარი იმყოფებოდა. ისინი თავიანთი ქალაქის გუნდის, ატალანტას საგულშემატკივროდ შეიკრიბნენ, რომელიც ვალენსიის პირისპიტ თამაშობდა. გარდა ამისა, ფეხბურთის გულშემატკივრები ამ დროს მასიურად იყვნენ შეკრებილნი ბარებში.

„ბერგამოს 40,000 მოქალაქე ჩავიდა მილანში თამაშის სანახავად. სხვები თამაშს უყურებდნენ სახლებსა და საფეხბურთო ბარებში. ნათელია, რომ ვირუსი სწორედ ამ ღონისძიების დროს გავრცელდა“ – განაცხადა ბერგამოს მერმა, ჯორჯო გორიმ.

თამაშის დროისთვის იტალიაში უკვე იყო დაფიქსირებული დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა. ხოლო მატჩის ჩატარებიდან ორ კვირაში ბერგამოში მასობრივად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.