მილიარდერი ინვესტორის, Warren Buffett-ის თქმით, მისმა კომპანიამ Berkshire Hathaway აშშ-ის ოთხ უმსხვილეს ავიაკომპანიაში თავისი წილი გაყიდა.
აქციონერთა ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ბაფეტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო “სამყარო შეიცვალა” და ავიაკომპანიის ინდუსტრიაში ინვესტიციის გაკეთება მცდარი გადაწყვეტილება იყო.
ბაფეტის კომენტარები მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ახალი ამბების სააგენტომ Reuters დაწერა, რომ Berkshire Hathaway-მა წლის პირველ კვარტალში რეკორდული, $50-მილიარდინი, წმინდა წაგება განიცადა.
ცნობისათვის, ფირმამ ოთხ ავიაკომპანიაში ინვესტიცების ჩადება 2016 წელს დაიწყო.