ამერიკელი მაყურებელი, შესაძლოა, კინოთეატრებში აღარ დაბრუნდეს

Photo By Hiderm Owen

ჩაბნელებული კინოთეატრები ახლო მომავალში, შესაძლოა, მხოლოდ გემოვნების საკითხი გახდეს. მანამდეც კი, ვიდრე Covid-19 მათ სრულად ჩაკეტავდა, AMC-ის მსგავსი კინოთეატრების ქსელებში დასწრება უკვე შემცირებული იყო. კლების ტენდენცია 2002 წელს ამერიკაში რეკორდული რაოდენობის (1.6 მლრდ) ბილეთების გაყიდვის შემდეგ დაიწყო და ახლა, როცა ყველა კინოთეატრი დაკეტილია, ამ ინდუსტრიისთვის რთულია მომავალს ოპტიმიზმით დაელოდოს.

თვითიზოლაციის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესი კინო-წარმდგენი AMC ცდილობს, შექმნილ ვითარებას წინააღმდეგობა გაუწიოს: სამშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ იგი Universal-ის ფილმებს ციფრული გამოცემების შესახებ, ამ სტუდიის „მშობელი კომპანიების“ კომენტარების გამო, ბოიკოტს გამოუცხადებს. AMC-ის აქციები მეორე დღეს 20%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა მისი საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, მეოთხედია იმ თანხისა ($2მლრდ), რომელიც 2013 წელს პირველად გამოქვეყნებისას დაიმსახურა.

ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ Netflix-ის ტიპის ნაკადოვანი სერვისები უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად AMC-ის ბრძოლისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკელი მაყურებელი კინოთეატრს დაუბრუნდეს.

ახლა, როცა ყველა სახლშია, ჰოლივუდს აქვს დრო, მოიფიქროს კინოთეატრის, როგორც კინოპროდუქციის წარმდგენის, გვერდის ავლის გზები. მსგავსი სტიმულები უკვე არსებობს. მაგალითად, Comcast’s NBC Universal-მა 10 აპრილს “Trolls World Tour”-ის პრემიერა პირდაპირ ადამიანების სახლებში გამართა და, ასევე, გადაიღო რამდენიმე სხვა ფილმი, რომელიც დიდ ეკრანებზეა ხელმისაწვდომი და ოც დოლარად ქირავდება.

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულმა სერიალმა Universal-ის შესაბამის კატეგორიაში პრემიერისა და უქმეების ნახვებით ყველა რეკორდი მოხსნა, ციფრული ჩვენებისთვის კი 10-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო. უფრო კონკრეტულად, Wall Street Journal -ის მიხედვით, ამ დროისთვის სერიალმა გაქირავებაში, დაახლოებით, $100 მილიონი დააგროვა. Comcast–ის შემოსავლის თვალსაზრისით, ეს უფრო მომგებიანი გახდება, ვიდრე აშშ-ს სალაროების მთლიანი შიდა შემოსავალი დღემდე.

თამაშის წესები შეცვალა Netflix-მაც, რომელსაც რიდ ჰასტინგსი ხელმძღვანელობს. Netflix თავისი ორიგინალური ფილმების გამოშვებას კინოთეატრების გვერდის ავლით ცდილობს და პოტენციური გამომწერების დაინტერესებას ისეთი ფილმების წარმოებით იწვევს, როგორიცაა ‘რომა’.

მსხვილი კინოსტუდიების ბევრ ‘მშობელ’ კომპანიას, კერძოდ Walt Disney-ს, Comcast-სა და AT&T-ს უკვე აქვთ ნაკადოვანი სერვისი. მაგალითად, „დისნეიმ“, თეატრების გახსნამდე მოცდის ნაცვლად,  კინოსურათ „Artemis Fowl“-ის  ივნისში გამოსვლა თავის ონლაინპლატფორმაზე დააანონსა (Disney +).