ბერლინში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტეს

ბერლინში ათასობით ადამიანი გამოვიდა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

აქციის მონაწილეთა რაოდენობა 17 000-ს აღწევდა. მონაწილეთა შორის იყვნენ ლიბერტარიანელები, ანტი-ვაქსერები და რადიკალური მემარჯვენე ძალების რამდენიმე წარმომადგენელი. ამ უკანასკნელთა დაჯგუფებამ აქციაზე იმპერიალისტური გერმანიის დროშა გამოიტანა, რომელიც შავ, თეთრ და წითელ ფერებში იყო გამოსახული.

აქციის მონაწილეები ცეკვით და სიმღერით გამოხატავდნენ პროტესტის მთავარ სათქმელს: ,,ჩვენ თავისუფალი ერი ვართ!“ – ,,არ გაიკეთო პირბადე!“

აქციის მონაწილეებს არ ეკეთათ პირბადეები. ისინი არც სოციალური დისტანცირების წესს არ იცავდნენ. ამის გამო სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, სასკია ესკენმა, აქციის მონაწილეებს ,,კოვიდიოტები“ უწოდა.

გერმანიაში თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, კოვიდინფექციის შემთხვევები მატულობს. აქ ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს, აქედან, დაახლოებით, 1000 ადამიანი გარდაცვლილია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.