Paravani Lake, Georgia | Credits to Predrag Milosavljevic

საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა. მოგზაურმა ბლოგერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოავლინეს 30 ახალი საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2020 წლისათვის. მათივე გადაწყვეტილებით, ტურისტებისთვის მომავალ წელს საუკეთესო არჩევანი, როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის მასშტაბით საქართველოა.

Travel Lemming-ი ტურისტებს ურჩევს საქართველოს აპრილიდან ოქტომბრამდე ეწვიონ და აუცილებლად მოინახულონ უშგული, კახეთის რეგიონი და ძველი თბილისი.

ჟიურის ერთ-ერთი წევრმა, ბლოგერმა ქეით მაკქალმა განმარტა თავისი და კოლეგების გადაწყვეტილება, თუ რატომ შეარჩიეს საქართველო საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად.

„საქართველო ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს – ექსტრაორდინალური ქალაქები, საუცხოო მთები, უგემრიელესი საჭმელი და ღვინო. ვფიქრობ საქართველო უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება იქნება.“