„ამერიკამ კორონავირუსის შეკავების შანსი უკვე დაკარგა“, – განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა. ამის მიზეზი, მისი აზრით, ისაა, რომ აშშ-მ ვირუსის წინააღმდეგ საკმარისად სწრაფად არ იმოქმედა.
აშშ მსოფლიო მასშტაბით მე-3 ადგილზეა კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით. ამ დროისთვის ინფიცრებულთა რიცხვი 55 000-ს აღწევს, ფატალურად კი ვირუსი სულ 784 ადამიანისთვის დასრულდა.
„რაც შეეხება ტესტირების საკითხს, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ყველა ადამიანისათვის მისი საჭირო რაოდენობა. საჭიროა, ამერიკამ უფრო მეტი ტესტი შექმნას, რათა ვირუსი დროულად ვიპოვოთ და დავამარცხოთ.”
შტატების უმეტესობამ მოსახლეობას უკვე მოუწოდა სახლში დარჩენისკენ, თუმცა, გეითსმა განაცხადა, რომ მსგავსი ზომები ჯერ კიდევ იანვარში უნდა მიეღოთ.
გარდა ამისა, Microsoft-ის დამფუძნებელი ინტერვიუში ეკონომიკის შესახებაც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კორონავირუსის შედეგებს კატასტროფული გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე და ყველაზე რთული პერიოდი 6-დან 10 კვირამდე გასტანს.