კალიფორნიის უნივერსიტეტებში სწავლება შემოდგომის სემესტრშიც ვირტუალურად გაგრძელდება

Photo – ucdavis.edu

აშშ-ში კალიფორნიის შტატის საუნივერსიტეტო სისტემა 2020 წლის შემოდგომის სემესტრში ვირტუალური სწავლების გაუქმებას არ გეგმავს. მიზეზი საუნივერსიტეტო გარემოში სტუდენტების დაბრუნებით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, არარეალურია მოლოდინი, რომ Covid-19-ის ვაქცინა ან მისი სამკურნალო პრეპარატი შემოდგომის პერიოდისთვის უკვე შექმნილი იქნება.

“კალიფორნიის უნივერსიტეტის” ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, შემოდგომის სემესტრისთვის უნივერსიტეტის 10 კამპუსიდან არცერთი მათგანის სრულად ფუნქციონირება არ არის მოსალოდნელი. კურსების ერთი ნაწილი მხოლოდ ვირტუალურად ჩატარდება და, სავარაუდოა, რომ საუნივერსიტეტო გარემოში სტუდენტთა მხოლოდ ის ნაწილი დაბრუნდება, რომლის მუშაობაც ლაბორატორიულ კვლევებს, კლინიკურ მომზადებასა თუ სხვა საუნივერსიტეტო აღჭურვილობასთან წვდომას უკავშირდება.

„უპირველესი არის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი სტუდენტებისა და უნივერსიტეტის მომუშავე პერსონალისა”, – განაცხადა კალიფორნიის შტატის საუნივერსიტეტო სისტემის კანცლერმა, ტიმოთი ვაითმა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.