Facebook ყოფილ მოდერატორებს $52 მილიონს გადაუხდის

Photo – marketingland

Facebook-ის თითოეული ყოფილი მოდერატორი $1000-ს მიიღებს. კომპანიამ მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ $52,000 მლნ-ის გადახდა დააკისრა, რადგანაც მოდერატორების საზიანო შინაარსის ონლაინ-განცხადებებისგან დაცვა ვერ უზრუნველყო.

თანამშრომლები ექცეოდნენ ისეთი შინარსის ბრალდებების ქვეშ, როგორებიცაა ტერორიზმი, პედოფილია და ცხოველების მიმართ ძალადობა. ყოფილი და ამჟამინდელი მოდერატორების რაოდენობა 11,000-მდეა და, ძირითადად, კალიფორნიის, ტეხასის, ფლორიდისა და არიზონას შტატებიდან არიან.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები, რომელთაც ფსიქიკური დაავადებები აწუხებთ, დამატებითი კომპენსაციის სახით 50,000 ამერიკულ დოლარსაც მიიღებენ. სოციალური მედია გიგანტი ამბობს, რომ ის შეცვლის თავის პოლიტიკას ამ საქმის საპასუხოდ და შემოიღებს სავალდებულო ჯგუფურ კონსულტაციებს მოდერატორებისთვის.

მოსარჩელე მხარის ადვოკატმა, სტივ უილიამსმა, The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ,,ამ საქმისგან მოყენებული ზიანი რეალური და ძლიერია.’’ ის სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მიღებულ შედეგს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ “ფეისბუქის” წინააღმდეგ სარჩელი, 2018 წელს ყოფილმა მოდერატორმა, სელენა სკოლამ, შეიტანა. მას 9-თვიანი სამსახურის დროს პოსტტრავმული სტრესის დარღვევა (PTSD) განუვითარდა. ეს კი უკავშირდებოდა მის სამსახურეობრივ მოვალეობას, კონკრეტულად, გაუპატიურებისა და მკვლელობების სურათებთან რეგულარულ შეხებას.

ამის შესახებ პირველად გამოცემა The Verge იტყობინებოდა. მისი თქმით, ფეისბუქ-კონტენტის ზოგიერთმა მოდერატორმა, რომელიც არიზონაში კომპანია Cognizant CTSH-ში მუშაობდა, სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური და ემოციური ტრავმა მიიღო. ზოგი მათგანი მარიხუანასაც კი მოიხმარდა სტრესთან გასამკლავებლად, მათი შემოსავალი კი წლიურად 28,800 დოლარი იყო.