შარმეინ კრუკსი კანადის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გახდა

ყოფილი მძლეოსანი და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, შარმეინ კრუკსი კანადის ფეხბურთის ასოციაციის (CSA) პრეზიდენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ პოსტზე ქალი პირველად დაინიშნა.

ფოტო: theglobeandmail.com

კრუკსი თანამდებობაზე ნიკ ბონტისს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტიდან გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადა. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი ფეხბურთის ასოციასციის პრეზიდენტი 2020 წლის ნოემბრიდან იყო.

რაც შეეხება შარმეინ კრუკსს, ის იყო პირველი კანადელი, რომელმაც ხუთ ოლიმპიადაზე იასპარეზა. კრუკსი ბოლო ორი წლის განმავლობაში კანადის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.