ჩინეთის მთავრობა ამერიკელ ჟურნალისტებს ქვეყნიდან აძევებს

Photo Credits to Andy Wong/Associated Press

17 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკული გამოცემების- The New York Times-ის, The Wall Street Journal-ისა და The Washington Post-ის ჟურნალისტებს ჩინეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ხოლო Voice of America-ისა და Time magazine-ს ხელმძღვანელობას რედაქციის საქმიანობის შესახებ დეტალური წერილობითი ინფორმაციის ჩაბარება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 100-მდე შეზღუდა იმ ჩინელი ჟურნალისტების რაოდენობა, რომლებიც შტატების დაქვემდებარებაში მყოფი საინფორმაციო სააგენტოებისათვის მუშაობდნენ.

გადაწყვეტილება იმ ჟურნალისტებს ეხებათ, რომელთაც საქმიანობას ვადა 2020 წლის დასრულებამდე აქვთ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის დადგენილება ჰონგ-კონგისა და მაკაოს ადმინისტრაციულ ერთეულებზეც ვრცელდება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.