CodeTheCurve | UNESCO ჰაკათონს ატარებს

იუნესკომ IBM–სა და SAP-თან პარტნიორობით, COVID-19 პანდემიის პირობებში მუშაობის ციფრული ალტერნატივების შექმნის მიზნით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ნოვატორების, მონაცემთა მეცნიერებისა და დიზაინერებისთვის CodeTheCurve ჰაკათონს აანონებს.

იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულაის თქმით, ახალი კორონავირუსის კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე.

„ვიცით, რომ მთელს მსოფლიოში არიან ახალგაზრდები ინოვაციური იდეებით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ამ კრიზისის დასაძლევად. საჭიროა, მათ ამ იდეებს განხორციელებაში დავეხმაროთ. ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ მათი იდეების რეალობად ქცევას“- განაცხადა ოდრი აზულაიმ.

CodeTheCurve ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ვიდეოების კონკურსს მოიცავს, რომლის შედეგადაც 40 გუნდი შეირჩევა. მომდევნო ეტაპზე მონაწილე გუნდები იმუშავებენ სამიდან ერთ მთავარ თემზე:

  • სწავლის გაგრძელების უზრუნველყოფა
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ინფორმაცია
  • აწმყო და მომავალი: საზოგადოებრივი და ჯანმრთელობის საკითხები.

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 20 აპრილამდე აქვთ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.