რუსული ულტრანაციონალისტური დაჯგუფება აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდება

Photo Credits to Olga Maltseva / Agence France-Presse

რუსეთში ჩამოყალიბებულ ულტრანაციონალისტურ ჯგუფს ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს – ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის დაჯგუფება ოფიციალურად გამოცხადდება ტერორისტულ ჯგუფად. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ორგანიზაციასთან ყოველგვარი ფინანსური გარიგება შეიზღუდება, აიკრძალება ჯგუფის წევრების შტატებში მოგზაურობაც.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში იმატა ძალადობამ მათი მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ თეთრი რასა აღმატებულია. 2018 წელს თეთრმა სახლმა საპასუხოდ ანტიტერორისტული სტრატეგია შეიმუშავა და დაჯგუფებებს ნელ-ნელა ტერორისტულ ჯგუფებად აღიარებს.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ ამგვარ ჯგუფს ტერორისტებად აღრიცხავს. ეს კი კარგად აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს ქვეყანა მსგავს საფრთხეებს“ – ამბობს ანტიტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთში ჩამოყალიბებულ ტერორისტულ ჯგუფთან რუსეთის მთავრობას კავშირები არ აქვს, შესაბამისად ისინი ფინანსურადაც არ უჭერენ მხარს ორგანიზაციას. თუმცა, აღნიშნული ჯგუფის ჩართულობა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი პრორუსი სეპარატისტული ძალების საქმიანობაში კითხვებს აჩენს რუსეთის ხელისუფლების მიმართ.