კორონავირუსის გამო კალიფორნიამ შეზღუდვები დააბრუნა

კალიფორნიის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის საგრძნობლად ზრდას შეზღუდვების ხელახალი დაწესება მოჰყვა. შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის, გადაწყვეტილებით, რესტორნებისა და კაფე-ბარების შიდა სივრცეები კვლავ დაიხურება.

ეპიდმდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული შეზღუდვები შეეხო, ასევე, კინოთეატრებს, საკონტერტო დარბაზებს, მუზეუმებსა და გასართობ ცენტრებს. დროებით დაიკეტება სილამაზის სალონები და სპორტდარბაზები. დაიხურა ტაძრები და სამლოცველო ადგილებიც.

ორშაბათს კალიფორნიის რამდენიმე წამყვანმა სასწავლო დაწესებულებებმაც საბოლოოდ დაადასტურეს, რომ მომდევნო სასწავლო წელს მთლიანად დისტანციურად დაიწყებენ და მანამ ვერ დაუბრუნდებიან საკლასო სწავლების მეთოდს, სანამ ამის საშუალებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემთ.

ორშაბათის მონაცემებით, კალიფორნიას ჯამში ინფიცირების 331,626 შემთხვევა აქვს, რაც ქვეყნის მასშტაბით მეორე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს ნიუ-იორკის შემდეგ. New York Times-ის მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 7000-ს აღემატება.