ვიდეოპლატფორმა TikTok სამხრეთ კორეაში მომხმარებლის კონფიდენციალობის დარღვევისთვის, კერძოდ, არასრულწლოვანთა ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად გამოყენებისთვის, 123 000 ევროთი დაჯარიმდა, რაც კომპანიის წლიური შემოსავლის, თითქმის, 3%-ია.
კანონდარღვევა კორეის კომუნიკაციების კომისიამ აღმოაჩინა. მათი განცხადებით, TikTok-მა 14 წლამდე არასრულწლოვნების ინფორმაცია კანონიერი მეურვეების ნებართვის გარეშე მოიპოვა და გაავრცელა.
”ჩვენ ვიცავთ მონაცემებთა კონფიდენციალურობის მაღალ სტანდარტებს და ვმუშაობთ, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავაძლიეროთ მომხმარებლის უსაფრთხოება“ – განაცხადა TikTok-ის სპიკერმა.
გასულ კვირას აშშ-ში ვიდეოპლატფორმა TikTok-ის აკრძალვის შესახებ განხილვა დაიწყო. ინდოეთში კი ეს ჯერ კიდევ ივნისში მოხდა, როდესაც ჩინეთთან სადავო საზღვრებთან დაკავშირებული დაძაბულობა გაიზარდა.