სხვადასხვა შეზღუდვებმა კორონავირუსის 531 მილიონი შემთხვევა აგვაცილა თავიდან

კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ქვეყნის გარკვეული ზომები, რომლებიც კორონავირუსის პრევენციისათვის შემოიღეს, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და აგვაცილა მისი უფრო სწრაფი და ფართომაშტაბიანი გავრცელება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ზოგიერთი ქვეყნის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია, ჩაკეტვამ დაახლოებით კორონავირუსის 531 მილიონი ახალი შემთხვევა აგვაცილა თავიდან.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ქვეყნების ჩაკეტვამ ევროპის 11 ქვეყნის დაახლოებით 3,1 მილიონი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა. კონკრეტული შეზღუდვებისა და საზღვრების ჩაკეტვის შემოღების შემდეგ ვირუსის გავრცელება 81%-ით შემცირდა. ამ სცენარის თანახმად, პანდემიის ჩახშობა მალევე იქნება შესაძლებელი.

კამათობენ იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო ის ხერხები, რომლებსაც მიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ. თუმცა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მათემატიკური ეპიდემიოლოგის ალონ ლოიდის აზრით, ამ რეგულაციებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა.

თუმცა რა მოხდება მაშინ, როცა ქვეყნები გახსნიან საზღვრებს და შეამსუბუქებენ შეზღუდვებს? ძალიან ბევრი მკვლევარი ერთ აზრზე თანხმდება და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში COVID-19-ის მეორე ტალღას უნდა ველოდოთ. ეს კი ნამდვილად სარისკოა, რადგან მსოფლიოს მოსახლეობას ჯერ არ აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი ამ ვირუსთან საბრძოლველად.