2021 წლისთვის აშშ-ში სავაჭრო ცენტრების მესამედი დაიხურება

2021 წლისთვის აშშ-ში მოლების ერთი მესამედი სამუდამოდ დაიხურება. აღნიშნული პროცესის დაჩქარება კი კორონავირუსის პანდემიითაა განპირობებული, აღნიშნავს The May Department Stores-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი იან ნაიფენი. CNBC-სთან ინტერვიუში იგი აცხადებს: „მე ვვარაუდობ, რომ სულ ცოტა, არსებული მოლების 20% დაიხურება. მიმაჩნია, რომ მოქმედ მოლთა მესამედი იმაზე სწრაფად დაიხურება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.“

თავდაპირველად, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობდა, რომ სავაჭრო ცენტრთა 33% 2030 წლისთვის დაიხურებოდა, მაგრამ, ამჟამად, მას მიაჩნია, რომ ხსენებული სცენარი შემდგომი წლისთვის განვითარდება.

Green Street Advisors-ის მონაცემებით, ამჟამად, აშშ-ში დაახლოებით 1000-მდე სავაჭრო ცენტრი ოპერირებს. იმავე ფირმის მონაცემების ანალიზის შედეგად კი დგინდება, რომ არსებულ მოლთაგან შესაძლოა დაახლოებით 380 მათგანი გაკოტრდეს.

ასევე, აღსანიშნავია, Coresight Research-ის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2020 წელს აშშ-ში 25 000-მდე მაღაზია დაიხურება, რომელთა დაახლოებით 55-60% სწორედ ამერიკის მოლებშია განთავსებული.