ჩიკაგოში დაბადებული ბავშვი პირველია, ვინც კორონავირუსისგან ასეთ ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
„ეს კორონავირუსით ჩვილის გარდაცვალების პირველი შემთხვევააა. გამოძიება სიკვდილის მიზეზის დასადგენად დაწყებულია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ. ჩვენი თავი თუ არა, გარშემომყოფები მაინც უნდა დავიცვათ,“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელმა.
აქამდე ერთ წლამდე ბავშვის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა მხოლოდ ჩინეთშია დაფიქსირებული, თუმცა იმ შემთხვევაში ახალშობილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აღენიშნებოდა.