სამი თვის შემდეგ პარიზში ეიფელის კოშკი გაიხსნა

სამთვიანი კარანტინის შემდეგ, დღეს ეიფელის კოშკი ოფიციალურად გაიხსნა და თავის პირველ დამთვალიერებლებს ახალი რეგულაციებით დახვდა. კოშკში შეიზღუდა ლიფტით სარგებლობა და სტუმრებსაც პარიზის ულამაზესი ხედებით დასატკბობად 674 საფეხურის ავლა დასჭირდათ.

საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოშკი ასეთი ხანგრძლივი ვადით მხოლოდ ახალი კორონავირუსის აფეთქების და მძიმე ეპიდსიტუაციის  გამო დაიკეტა. პარიზის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა მარტის შუა რიცხვებიდან დაემშვიდობა ვიზიტორებს.

მდგომარეობის დასტაბილურებასთან ერთად შეზღუდვების მოხსნა საფრანგეთში ტურიზმის სფეროსაც შეეხო, თუმცა ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები მკაცრად კონტროლდება. კოშკის მმართველი გუნდი დეტალურად ამოწმებს ყველა სტუმარს. მათთვის აუცილებელია დამცავი ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცირება, უსაფრთხოების შემოწმების გავლა და ხელების დეზინფექცია. მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ შეუძლიათ ვიზიტორებს კოშკის მეორე სართულზე ასვლა და 1062 მეტრიანი „მარათონისთვის“ მომზადება.  როგორც კოშკის წარმომადგენლები აცხადებენ, კიბეებზე ცალმხრივი მოძრაობის სისტემა მოქმედებს, ხოლო ლიფტი მომავალი თვიდან მოემსახურება დამთვალიერებლებს.

4 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.