სამხრეთ კორეა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღას ადასტურებს

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღას გადის, მიუხედავად იმისა, რომ, ამჟამად, სახელმწიფოში ვირუსის შედარებით დაბალი რაოდენობის შემთხვევები ფიქსირდება.

Photo Credits to GETTY IMAGES

ქვეყანამ აქამდე წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსთან ბრძოლას. თუმცაღა, ახლა ვარაუდობენ, რომ სამხრეთ კორეაში პანდემია თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების თანახმად, სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა განსხვავებული კლასტერებიდან. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ მეორე ტალღის დასაწყისად მაისის დასაწყისი შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის დროსაც კორონავირუსის ახალი და უმეტესი შემთხვევები, ძირითადად, დედაქალაქ სეულში დაფიქსირდა.

სეულის მერის თანახმად კი ქალაქი შესაძლოა მკაცრი სახის სოციალურ დისტანცირებას კვლავ დაუბრუნდეს, თუკი მომდევნო სამი დღის განმავლობაში დაფიქსირებულ შემთხვევათა რიცხვი 30-ს გადააჭარბებს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, სამხრეთ კორეაში, კორონავირუსის შედეგად 280 ადამიანია გარდაცვლილი, მთლიანობაში 12 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 1277-ს უტოლდება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.