ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმთან თეოდორ რუზველტის ძეგლის აღება იგეგმება

ნიუ-იორკში მდებარე ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის შესასვლელიდან აშშ-ის 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ძეგლს აიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცხადება ნიუ-იორკის მერმა – ბილ დე ბლასიომ გააკეთა.

Photo Credits to Mary Altaffer / AP

ბლასიოს თქმით, ძეგლის აღების მიზეზი მისი ექსპანსიასა და რასობრივ დისკრიმინაციასთან ასოცირებაა.

რუზველტის ძეგლი მუზეუმის შესასვლელში 1940 წლიდან დგას. ძეგლი ცხენზე მჯდომ რუზველტთან ერთად მოიცავს მის გვერდზე მდგომი აბორიგენი ამერიკელისა და მეორე მხრიდან მდგომი აფრო-ამერიკელის ფიგურებს.

„ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმმა თხოვნით მოგვმართა თეოდორ რუზველტის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი ცხადად წარმოაჩენს შავკანიანებსა და აბორიგენებს დამორჩილებულ და რასობრივად დაბლა მდგომ ინდივიდებად. ქალაქი მხარს უჭერს მუზეუმის თხოვნას. ეს სწორი გადაწყვეტილება და სწორი დროა, რომ ამგვარად პრობლემური ძეგლი ავიღოთ.“ – განაცხადა დე ბლასიომ.

ძეგლის აღების ინიციატივას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელის Twitter საშუალებით გამოეხმაურა. იგი აღნიშნულ მოვლენას სასაცილოდ მიიჩნევს და ქანდაკების აღებას ეწინააღმდეგება.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ როდის აიღებენ ძეგლს და აღების შემდგომ სად განათავსებენ.