ევროპული სასამართლო აშშ-სთან მონაცემთა გადაცემის შეთანხმებას აუქმებს

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) შეაჩერა ძირითადი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფდა ევროკავშირის მოქალაქეების მონაცემთა გადაგზავნას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულება კომპანიების მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფდა. თუმცა უფლებადამცველმა ეჭქვეშ დააყენა აშშ-ის მიერ შეთანხმების შესრულება და განაცხადა რომ შტატების ნაციონალური უსაფრთხოების კანონი არ იცავს ევროკავშირის მოქალაქეებს მთავრობის ჩარევისგან.

ევროკავშირსა და შტატებს შორის არსებული კონფიდენციალურობის დაცვის სისტემა ტრანსატლანტიკური ელექტრონული ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა. სისტემით 5 300-ზე მეტი კომპანია სარგებლობს, რომელთა 65% მცირე და საშუალო ბიზნესი და სტარტაპია.

აღსანიშნავია, რომ იმ კომპანიებს, რომელთაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხებათ, მოუწევთ მონაცემთა დაცვის სტანდარტული დებულებით ისარგებლონ. აღნიშნული, ევროპის მიერ დაწესებული არაბრუნვადი კანონიერი ხელშეკრულებაა, რომელიც შტატების გარდა ნებისმიერ ქვეყანაში გამოიყენება. მონაცემთა დაცვის სტანდარტული დებულებით უკვე სარგებლობს Microsoft-ის კორპორაცია, რომელიც ხელშეკრულების სანდოობას ადასტურებს.

აშშ-ს ვაჭრობის მდივნის, ვილბურ როსის განცხადებით, მისი დეპარტამენტი იმედგაცრუებულია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით და იმედოვნებს, რომ მიუხედავად ამისა,  7.1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის უარყოფითი შედეგების მაქსიმალურად შემცირება მოხერხდება.

1 Comment
  1. Wow, fantastic blog structure! How long have you been running a blog for?

    you made blogging look easy. The full glance of your website is excellent, let alone the content!
    You can see similar here sklep internetowy

Leave a Reply

Your email address will not be published.