ევროკავშირი სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტს ზღუდავს

15 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ევროკავშირიდან სამედიცინო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროდუქტების ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება წარუდგინა საზოგადოებას.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ექიმები – პირველ რიგში მათ სჭირდებათ თავდაცვის საშუალებები ვირუსის წინააღმდეგ. აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ისინი დამცავი აღჭურვილობით: ნიღბებით, ხელთათმანებით, სპეიალური სამედიცინო ტანსაცმლითა და ა.შ. ვიცით, რომ დამცავ აღჭურვილობაზე დადებული საერთაშორისო შეზღუდვა არ არის კარგი, საჭიროა ერთმანეთის დახმარება… დღეისათვის იტალიას ესაჭიროება სამედიცინო საქონლის დიდი მარაგი, თუმცა რამდენიმე კვირაში ამ საჭიროების წინაშე სხვა ქვეყნებიც დადგებიან.“ – განაცხადა საკითხზე კომენტირებისას ფონ დერ ლიაიენმა.