საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020 წლის 18 მარტიდან საზღვარი ჩაიკეტება.
მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა წარუდგინა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნების სურვილი ექნებათ, დამატებით განმარტებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს.