ევროკავშირი: უზარმაზარი სადეზინფორმაციო ტალღის უკან ჩინეთი დგას

ბრიუსელი ცვლის თავის საწყის პოზიციას ჩინეთთან მიმართებით და მას Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი და რუსეთი ახორციელებენ ,,მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას ევროკავშირსა და მის სამეზობლოში, ისევე როგორც გლობალური მასშტაბით“. მაშინ, როდესაც რუსეთის მიმართ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო მკაცრ რიტორიკას ინარჩუნებს, ჩინეთის შემთხვევაში ევროკომისიის მხრიდან ასეთი ღია განცხადება პირველია.

აპრილში ფრანგი პოლიტიკოსები აღშფოთებულები შეხვდნენ ჩინეთის საელჩოს განცხადებას იმის შესახებ, თუ როგორ დატოვეს ფრანგმა მედიცინის მუშაკებმა სამსახურები და სასიკვდილოდ გაწირეს ადგილობრივი ფრანგი მცხოვრებლები. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვერა იოუროვას თქმით, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ნარატივში ხშირად აწყდებოდნენ ისეთ განცხადებებსაც, როგორიცაა საიდუმლო ამერიკული ლაბორატორიების არსებობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.

ევროკომისიამ სოციალურ მედიას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. მთავარი მოთხოვნები ეხება ინფორმაციის გამჭვირვალობას და მათ გადამოწმებას ობიექტურ ექსპერტებთან. ,,მე მსურს, რომ მედია პლატფორმები თავად ასრულებდნენ სიმართლის არბიტრის როლს“ – განაცხადა იოუროვამ.