ახალი წელი, ახალი შესაძლებლობა – Evolution Gaming

ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ბევრ რამეს განსაზღვრავს ან ცვლის. ეს სტატია იმაზეა, თუ როგორ აღმოვჩნდი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მრავალთანამშრომლიან კომპანიაში და როგორ დავიჯერე იმის, რომ მთავარია შესაძლებლობა და არა გამოცდილება.

Evolution Gaming-ის შესახებ ბევრი მსმენია. განსაკუთრებით საინტერესო ყოველთვის თანამშრომლების განწყობის მოსმენაა, რომლებიც სულ აღნიშნავენ, რომ ეს კომპანია მათზე მუდმივად ზრუნავს და თითოეულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანი გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობს თავს. თუმცა, როგორც შეგპირდით ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ.

მისვლის წუთიდან ეგრედ წოდებულ მიმღებში, საოცრად თბილი მოსალმების შემდეგ, ჩემთან შესახვედრად ქეთი გოლიაძე გამოვიდა, რომელიც Evolution Gaming-ის კომუნიკაციების მენეჯერია და პატარა ექსკურსია მომიწყო. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ სამუშაო გარემო საკმაოდ კომფორტულად და მეგობრულად გამოიყურებოდა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქეთისთან საუბრისას გავიგე.

Evolution Gaming შვედური კომპანიაა, რომელიც 14 ქვეყანაში ოპერირებს და საქართველოში 2017 წლის ბოლოდან სთავაზობს B2B მომხმარებლებს სერვისს და წარმოადგენს პლატფორმას ლაივ კაზინოებისთვის .  „მრავალთანამშრომლიანი“ ტყუილად არ მიხსენებია – კომპანიას მხოლოდ საქართველოში 3000 ადამიანი ყავს დასაქმებული და ამ რიცხვის გაზრდასაც გეგმავს. კომპანია საშუალო ასაკითაც ძალიან “ახალგაზრდაა”, თანამშრომლების ასაკი საშუალოდ 25 წელია. ამ ფაქტობრივი, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარდა, ყველაზე დასაფასებელი და ალბათ დაუჯერებელიც ისაა, რომ Evolution Gaming-ი არ ითხოვს სამუშაო გამოცდილებას და აძლევს შანსს ყველას, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომის უნარი. გულწრფელად ვიტყვი, გამიკვირდა. თუმცა, ქეთიმ გარკვევით ამიხსნა, რომ ძალიან ცოტას ითხოვენ პოტენციური თანამშრომლებისგან, ეს არის ინგლისური, რუსული ან თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა თამაშის წარმდგენის პოზიციისთვის. თუმცა ამას გარდა არის ისეთი პოზიციები, მაგალითად მჩეხავი, სადაც ენის ცოდნაც არ არის საჭირო.  შესაძლოა გამოცდილება Evolution Gaming-ისთვის არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა მეგობრული განწყობა და მუდმივად ორგანიზებულობა აუცილებელია.

გარდა ჩემი შთაბეჭდილებებისა, ჩემს „მასპინძელს“ რამდენიმე კითხვაც დავუსვი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ.

რითი გამოირჩევა Evolution Gaming-ი?

  • პირველი, რასაც ყველა გრძნობს და აღნიშნავს ეს არის სამუშაო გარემო, ატმოსფერო და ალბათ ყველაზე ძალიან ეს გამოარჩევს ევოლუშენ გეიმინგს. ამასთან, განსაკუთრებული ორიენტირებულობა თანამშრომლებზე და ღიაობა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიდგომითაა შთაგონებული ჩვენი კამპანიაც, რომლითაც ევოლუშენ გეიმინგი საქართველოში პოზიციონირებს. #EVOnofilter კამპანიის მთავარი სიმბოლო ევოლუშენის კარიერული კიბეა, რომელიც სიმბოლურად ასახავს რეალობას, რომ ჩვენს კომპანიაში წინსვლა და განვითარება მხოლოდ ადამიანების უნარზეა დამოკიდებული, ხოლო ექოდ სწორედ მთავარი დაპირება გასდევს – “You get, what you see”- „შენ ნამდვილად იღებ იმას, რასაც ხედავ“.
  • კამპანიის ფარგლებში  გავუშვით უმარტივესი გვერდი firstjob.ge სადაც შესვლისთანავე გხვდება საკმაოდ მარტივი აპლიკაცია, რომლის შევსების შემდეგ შესარჩევ კანდიდატებს შორის ხვდები. გარდა ამისა, ჩვენ უარი ვთქვით ყველანაირ დადგმულ კადრზე და ჩვენი კამპანია აქ უკვე დასაქმებული ადამიანების ყოველდღიურობით „ავაწყვეთ“ და ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის გახსნილი და ბუნებრივი კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. ვატარებთ ღია კარის დღეებს მომავალი თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სამუშაო სივრცე და გარემო.

საინტერესოა რამდენად უწყობთ ხელს ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას თანამშრომლებს შორის?

  • ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ჩვენი თითოეული თანამშრომელი ძალიან ძვირფასია და ვცდილობთ სასიამოვნო გარემოს გარდა სხვა ინიციატივებით გავუხალისოთ ყოველდღიურობა, გარდა იმისა, რომ მათ ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტით უზრუნველვყოფთ, ასევე, ჩვენს ოფისში ნახავთ ზონებს, რომელსაც იშვიათად შეხვდებით ტრადიციულ ოფისებში – მოსასვენებელი სივრცე, გასართობი კუთხეები. გვაქვს სპორტდარბაზი და პერსონალური ტრენერის მომსახურება, რომელსაც ყველა თანამშრომელი სურვილისამებრ იყენებს. გარდა ამისა, ვაწყობთ ივენთებს, სადაც ავღნიშნავთ ერთობლივ მიღწევებსა და წარმატებებს, ასეთი იყო მაგალითად ჩვენი ერთი წლის იუბილე და სხვა.

დასაქმება და განვითარების შესაძლებლობა.

  • დასაქმება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, პირველი ეს არის firstjob,ge-ზე რეგისტრაცია და სასურველ პოზიციაზე აპლიკაციის შევსება, აპლიკაციების გადარჩევის შემდეგი ეტაპი გასაუბრებაა, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი ევოლუშენერი ხდება – იწყება ტრენინგები, რომლებიც 9-დან 12  დღემდე გრძელდება და ანაზღაურებადია.
  • განვითარების მხრივაც საკმაოდ ბევრს ვთავაზობთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც დაწინაურებამდე, საწყისი 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი უნდა გაიარონ  ნებისმიერ პოზიციაზე. 6 თვე არის ის მინიმალური დრო რაც ახალ თანამშრომელს სრული ადაპტაციისთვის ჭირდება, ამ მიმართულებით აღსანიშნავია ერთ პოზიცია, რომელსაც მენტორს ვუწოდებთ. ეს ადამიანი ეხმარება ყველა თანამშრომელს მარტივად შეეგუოს სამუშაო გარემოს და მაქსიმალურად მოერგოს სხვა თანამშრომლებს. ამავდროულად  HR  დეპარტამენტის მიერ შექმნილი sharing club-ი არსებობს, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს ტექნიკურ თუ პერსონალურ გამოციდლებას უზიარებენ ყველაფერი ამის  შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ #Evocares

ქეთისთან საუბრის შემდეგ წასასვლელად გამზადებულს თანამშრომლებმა ახალი წელი მომილოცეს. ზუსტად ამ მოლოცვის შემდეგ დავფიქრდი, რომ ბევრი ადამიანისთვის ახალი წელი ახალ შესაძლებლობას და გამოწვევას ნიშნავს, ხოლო თუ ბევრმა არ იცის რა შეიძლება იყოს ეს ახალი შესაძლებლობა, იქნებ სწორედ  Evolution Gaming-ის ეს შემოთავაზებაა, დაიწყო კარიერა ამ კომპანიაში.

ფოტო: Evolution Gaming