Facebook-ის ახალ პლატფორმაზე 50-მდე ადამიანის ვიდეო ჩართვა ულიმიტო დროით იქნება შესაძლებელი

Photo By Tim Bennett

Facebook-მა ვიდეოკონფერენციის ახალი აპლიკაცია – Messenger Rooms დაანონსა. სერვისი დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანიის თქმით, Messenger Rooms-ზე მალე 50-მდე ადამიანის ჩართვა ულიმიტო დროით გახდება შესაძლებელი. შედარებისთვის, აპლიკაცია Zoom-ზე 40-წუთიანი შეზღუდვის გარეშე ჩართვა მხოლოდ ორი ადამიანისთვისაა შესაძლებელი.

Facebook ამბობს, რომ კონფიდენციალობა და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იქნება დაცული.

„მომხმარებლების საუბარსა და გამოსახულებაზე წვდომა არ გვექნება“ – განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა.

ვიდეოკონფერენციის პლატფორმების დაცულობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც Zoom-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა და რამდენჯერმე ე.წ. „Zoombombing” განხორციელდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.