მე–19 საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებების ფორუმი ალტერნატიული სახით ჩატარდა

Photo – fifdh.org

მე–19 საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებების ფორუმი (FIFDH) ჟენევაში ყოველწლიურად ტარდება და კინემატოგრაფიის ისტორიაში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ორგანიზატორებმა პროგრამის განსახორციელებლად ახალი გეგმა შეიმუშავეს.

ფესტივალის თავმჯდომარემ, ბრუნო ჯუსანიმ, განაცხადა, რომ ფესტივალის გაუქმება გარდაუვალი იყო, თუმცა ძალაში რჩება ფესტივალის ძირითადი მისიის განხორციელება

„ფესტივალის გაუქმება არ გულისხმობს ჩვენი ძირითადი მისიის გაუქმებას, რაც, რა თქმა უნდა, ფილმების ჩვენება და ფილმების საშუალებით ადამიანის უფლებების საკითხებზე საუბარია”

ფესტივალმა წარადგინა ფილმი Prison for Profit, – დოკუმენტური ფილმი სამხრეთ აფრიკასა და მთელ მსოფლიოში ციხეების პრივატიზებაზე. წლევანდელი ერთ-ერთი მთავარი თემა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალია, განსაკუთრებით კი – სირიაში.

The Cave არის დანიურ-სირიული დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც ვერ მოხერხდა, თუმცა შესაძლებელი გახდა დებატების გამართვა. ფილმის მთავარმა გმირმა, ამანი ბალურმა, აღნიშა, რომ ეს დოკუმენტური ფილმი მის რეალურ ცხოვრებას ასახავს.

ფესტივალის დეტალური პროგრამა გაწერილია ვებსაიტზე, საიდა, ასევე, ფესტივალზე წარდგენილი ფილმების ყურებაა შესაძლებელი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.