პირველი ქართველი ქალი არქიტექტორი

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი პირველ ქართველ ქალ არქიტექტორად ითვლება. XX საუკუნის დასაწყისში ქართული არქიტექტურა კაცების მიერ დომინირებულ სფეროს წარმოადგენდა, ასეთ პირობებში სოკოლოვა-ქურდიანმა შეძლო შეექმნა ნამუშევრები, რომლებიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზეა მიმოფანტული.

Archive: National Parliamentary Library of Georgia

1922 წელს თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტის დაარსებისთანავე ქათევანმა გადაწყვიტა ამ სფეროს შესწავლა. მისი შემოქმედებითი მოღვაწობა სტუდენტობისას დაიწყო – პირველი პროექტი სააქციო-სამშენებლო საზოგადოების „ალტებაუაგის“ დაკვეთით შესრულებული ვილა იყო, ირანელი არისტოკრატისათვის. 1929 წელს ქეთევანი იმ ორ სტუდენტთაგან ერთერთი იყო, რომლებმაც მოახერხეს არქიტექტურული ფაქტულტეტის დამთავრება. მეორე სტუდენტი მისი მომავალ მეუღლე, არჩილ ქურდიანი გახლდათ.

„საქართველოს არქიტექტორთა კავშირის“ დაარსების დღიდან ქეთევანი მისი საპატიო წევრი გახლადათ, ამავდროულად, იგი აქტიურად აპროექტებდა მრავალი განსხვავებული ტიპის შენობას . ქეთევანს ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორიცაა პირველი ჩაის ქარხანა ჩაქვში, საცხოვრებელი სახლები ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, ასევე, სოფლების გეგმა ნაჭაობარ კოლხეთის მიწაზე და ა.შ.

ქეთევანის გამოკვეთილი ტრადიციული ქართული ხედვა მისი ნაგებობების უამრავ ორნამენტსა და დეკორატიულ შტრიხში შეიმჩნევა. ამასთანავე, მის ნაშრომებში ხშირად იგრძნობა პერიოდისათვის სახასიათო საბჭოთა მოდერნიზმის მცირედი ინსპირაცია და გავლენა.

საცხოვრებელი სახლი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N11

Archive: Dynasty.ge

საცხოვრებელი სახლი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N11

Archive: Dynasty.ge

„აკადემიკოსთა სახლი“, ვიქტორ დოლიძის და პეკინის კუთხე

Archive: Dynasty.ge

სასტუმრო „ინტურისტი“,გორი

Archive: Dynasty.ge

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1988 წლის 26 აგვისტოს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული არქიტექტურის განვითარებაში და თავი დამკვიდრა საქართველოს ისტორიაში.

 

ავტორი: მაშო ლომაშვილი

No Comments Yet

Comments are closed