რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

53 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე.

ზაზა ურუშაძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მისი ფილმოგრაფია აერთიანებს შემდეგ ფილმებს:

  • „მანდარინები“ – რეჟისორი და სცენარის ავტორი (2013)
  • „ბოლო გასეირნება“ – რეჟისორი (2012)
  • „დარჩი ჩემთან“ – რეჟისორი (2011)
  • „სამი სახლი“ – რეჟისორი და სცენარის ავტორი (2008)
  • „აქ თენდება“ – რეჟისორი (1998)
  • „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ – რეჟისორი (1989)

ზაზა ურუშაძის გადაღებულია ქართული სატელევიზიო სერიალი „ცხელი ძაღლი“.

პოპულარობა რეჟისორს ქართულ-ესტონურმა კოპროდუქციამ „მანდარინები“ მოუტანა. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.

ზაზა ურუშაძე 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.