საქართველოში სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის ბრუნვა იზრდება

TBC კაპიტალის კვლევამ სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის სექტორის საინტერესო ტენდენციები გამოავლინა.

კვლევის თანახმად, FMCG სექტორის სწრაფად იზრდება და 2024 წლისთვის ორგანიზებული მოთამაშეები ორგანული ზრდისა და არაორგანიზებული ბაზრის ჩანაცვლების პირობებში ბაზრის 41%-ს მიაღწევენ; ასევე, 5 წლის მანძილზე მოსალოდნელია ორგანიზებული ბაზრის შემოსავლების გაორმაგება და 600-ზე მეტი  ახალი მაღაზიის გახსნა ქვეყნის მასშტაბით.

უნდა გავითვალისწინოთ რეგიონებში არაორგანიზებული ბაზრის შემცირების ტენდენციის ფაქტორიც. ბაზრის სიდიდისა და მოცულობის გათვალისწინებით რეგიონებს შორის იმერეთი და კახეთი ყველაზე ნაკლებადაა ათვისებული. ქვეყანაში ტურიზმისა და სარესტორნო სფეროს განვითარებამ გამოიწვია პროდუქციის მოხმარების ზრდა, რამაც ახალი ტიპის მოთხოვნები გააჩინა.

კვლევისთვის შერჩეული ორგანიზებული სასურსათო მაღაზიების ქსელების მიმდინარე გაყიდვებმა 2019 წელს 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ასეთია საქართველოში ლიდერი ქსელური მაღაზიების კომპანიების ჩამონათვალი:

  1. კარფური
  2. ნიკორა ტრეიდი
  3. ორი ნაბიჯი
  4. სპარ-ის ფრენჩიზის მქონე მაღაზიები
  5. სპარი
  6. რითეილ ჯგუფი
  7. გუდვილი

აღნიჩნული კომპანიები მთლიანი ბაზრის 79,6% შეადგენენ.

კვლევით გამოიკვეთა ელექტრონული კომერციის ათვისების პოტენციალიც, რაც ელ. გადახდებისა, სმარტფონებისა და მობილური აპლიკაციების გამოყენების ზრდითაა განპირობებული.

კვლევის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, რეთეილერ კომპანიებს საქართველოში განვითარების დიდი  შესაძლებლობა აქვთ – სულ რამდენიმე წელიწადში მათ შემოსავლების გაორმაგებისა და გაფართოების მკაფიო პოტენციალი აქვთ.