GECAP თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელის მეწილე გახდა

Photo Credits to Culinarium Khasheria

საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ შეფმზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელის პარტნიორი გახდა. გარიგების ფარგლებში Georgia Capital-ის შვილობილმა კომპანიამ გაჩეჩილაძის 4 რესტორნის 50%-იანი წილი შეიძინა, მათ შორისაა კულინარიუმ ხაშერია და კაფე ლიტერა. გარიგების ღირებულებამ 1,3 მილიონი ლარი შეადგინა.

Georgia Capital-ის შვილობილი კომპანია, გარდა თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელის 50%-სა, ფლობს 2 სასტუმროს – Ramada Encore Kazbegi (თბილისი) და Gudauri Lodge (გუდაური). წლის განმავლობაში კომპანიის პორტფელს დაემატება კიდევ 2 სასტუმრო ქვეყნის დედაქალაქში – Ramada Melikishvili და Kempinski.