ლარის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება

Photo Credits to NBG

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 6.1% შეადგინა. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-ს, რაც იმას ნიშნავს რომ ფასები იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე დაგეგმილი იყო.

ფასების ზრდა სავარაუდოდ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუმცა, აღსანიშნავია რომ ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი – 6.4% დაფიქსირდა 2019 წლის სექტემბერშიც. ამასთანავე, ინფლაცია 0.7%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებითაც.

ყველაზე მეტად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა: ხილი და ყურძენი (29.7%); რძე, ყველი და კვერცხი (18.9%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7%); ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5%).

ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურებასა და საზოგადოებრივ კვებაზე.