საქართველო სამხრეთ კორეასგან 200,000 სწრაფ ტესტს ელოდება

Photo Credits to Daniel Marin

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, წარმატებით ხორციელდება მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან სწრაფი ტესტების მიღების თაობაზე.  მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში 200 000 სწრაფი ტესტის შემოსვლა შემდეგ კვირაშია მოსალოდნელი. აღნიშნული ტესტების საშუალებით შესაძლებელი იქნება COVID-19-ის ვირუსის სწრაფი დიაგნოზირება. 

,,ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად 1,000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მიწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში“ –  აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში 3 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული და, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების სულ 43 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.