Georgian Airways თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომლების 95%-ს უვადო უხელფასო შვებულებაში უშვებს. ამის მიზეზად კომპანიის დირექტორი რომან ბოკერია ფინანსურ კრიზისს ასახელებს.

„შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული ვართ ჩვენი თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ, რასაც შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაცია ითვალისწინებს.“ – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, კომპანია სრულად ითვალისწინებს მთავრობის მითითებას და ფრენებს დროებით წყვეტს:

„საქართველოს მთავორბის მითითებით Georgian Airways წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით, ჩვენი მოქალაქეების ევროპიდან გამოსაყვანად.“