საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2020 წლის I კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
2020 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 063.8 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.1 პროცენტით.
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა განსაკუთრებით აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.2 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), განათლება (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.7 პროცენტი).
ხოლო კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-6.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.6).
აღსანიშნავია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებული მონაცემებს გამოქვეყნებას 2020 წლის 16 ნოემბერისთვის გეგმავს.