საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა კვლავ გაიზარდა.
მონაცემების მიხედვით, რეალური ზრდის ტემპი 5.1%–ის ტოლია, რაც აღემეტება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 50 მილიარდი ლარი შეადგინა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 13428.9 ლარია, რაც თითქმის 1500 ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.