ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 20 სტარტაპს 100,000-ლარიანი გრანტი გადასცა

© GITA • Tech Park

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი  გამოვლინდა.

საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად 173 განაცხადი იყო დარეგისტრირებული. უცხოელმა ექსპერტებმა „ფინალისტის საგზური“ მხოლოდ 41 სტარტაპს გადასცა. პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი ოცივე გამარჯვებული სტარტაპი 100,000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებითაა დაკომპლექტებული.

გამარჯვებული სტარტაპების სია ასე გამოიყურება:

  • Freeze Tea – პრემიუმ ხარისხის გაყინული ჩაის ინოვაციური საწარმო;
  • Multifunctional Self-cleaning Window – დისტანციურად მართვადი, თვითმწმენდი ვიტრაჟული ფანჯრების აწყობა და რეალიზაცია;
  • H&Z – ფუტკრების დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა;
  • Dataninja – ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რეკლამის და ვებ გვერდის მართვის ინსტრუმენტებს;
  • Kernel – ფინანსური მართვის ონლაინ პლატფორმა დამწყები ბიზნესებისთვის;
  • Smart-Aeroponics – სოფლის მეურნეობის პროდუქტის მწარმოებელი ინოვაციური სასათბურე მეურნეობა;
  • Healthy Snacks Points – ინოვაციური, ჯანსაღი სნექების/სასმელების კომპანია;
  • Multi – ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაცია ინოვაციური მეთოდით;
  • TYPLINE – სამედიცინო მომსახურების შერჩევისა და რიგის მართვის ონლაინ პლატფორმა;
  • 20.ge – ინოვაციური სასაჩუქრე პლატფორმა;
  • Zapa – ინოვაცია ელექტრონულ კომერციაში ინფორმაციის მოძიების გამარტივების მიზნით;
  • Atime.io – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დროის დაგეგმვის საშუალება დისტანციური მუშაკებისთვის;
  • ANALYTICSON – რეკლამა და რეთარგეთინგი – ახალი პლატფორმა;
  • Wenu – ჰორეკა ბაზარზე არსებული ქაღალდის მენიუების გაციფრულება;
  • Ourwedding – პლატფორმა საქორწილო საჩუქრების სიის გენერირებისთვის, რომელიც გაზიარებული იქნება სტუმრებთან;
  • Multilingual Spellchecker – მრავალენოვანი ,,სპელჩეკერი“, რომელიც თავსებადი იქნება სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამასთან;
  • MyNannyServices – ძიძების დაქირავების ვირტუალური სივრცე;
  • Gymstinct – მცირე და საშუალო ზომის ფიტნეს/ველნეს ბიზნესის მართვა ღრუბლოვანი ERP სისტემის და ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენებით;
  • SoloMoney – ,,ბარათიდან ბარათზე” და ,,ქეშით ბარათზე“ გადახდების ახალი სისტემა;
  • Transcorder Optime – პროექტის ამოცანაა შეიქმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ,,ვიდეო ტრანსკოდინგის“ ოპტიმიზაციას მოახდენს, რათა შემცირდეს ვიდეო კონტენტის დამუშავების დრო და საჭირო აპარატურის ხარჯი.
No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.