უორენ ბაფეტმა Goldman Sachs-ის წილი გაყიდა

Photo Credits to Gerry Miller | CNBC

მილიარდერმა უორენ ბაფეტმა უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის 84%-იანი წილი გაყიდა. მას შემდეგ, რაც ბანკის აქციებზე პირველ კვარტალში 30%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, ბაფეტმა ბანკის 12 მილიონი აქციიდან მხოლოდ 2 მილიონი დაიტოვა.

გასულ თვეს, კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისი ფონზე, ბაფეტმა Berkshire Hathaway-ს მფლობელობაში მყოფი ავიახაზების – United, American, Southwest და Delta Airlines წილი გაყიდა იმ მიზეზით, რომ საავიაციო სექტორში ინვესტირების გაგრძელება, პანდემიის მიერ გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, შეცდომა იქნებოდა. მილიარდერმა ავიაკომპანიების გაყიდვიდან ჯამურად 4 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები დათმო.

პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაფეტის ჰოლდინგმა დაახლოებით 50-მილიარდიანი ზარალი განიცადა. სავარაუდოა, რომ ბაფეტისგან მსხვილ შესყიდვებს ჯერ არ უნდა ველოდოთ.