Forbes: ჰარვარდის პროფესორი კორონავირუსის საშუალებით მილიარდერი გახდა

Photo Credits to Scott Eisen

ჰარვარდის ბიოლოგიის პროფესორი და ანტერპრენერი ტიმოთი სპრინგერი ჯერ კიდევ ათწლეულის წინ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციით მილიარდერი გახდა. ამჟამად კომპანია Moderna Covid-19-ის ვაქცინას კლინიკურ ცდებში იყენებს და მას ადამიანებზე ცდის. ამ მხრივ Moderna პირველი კომპანიაა, რომელმაც აღნიშული ტიპის კლინიკურ ცდებში საკუთარი ვაქცინის გამოყენება დაიწყო.

Moderna-ს აქციების ღირებულება მხოლოდ მიმდინარე კვირაში 12%-ით გაიზარდა, ხოლო გასამმაგდა მას შემდეგ, რაც WHO-მ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. სპრინგერის მიერ 2010 წელს განხორციელებული 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია კი დღესდღეობით 870 მილიონ დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე პროფესორი უკვე ფიქრობდა ინოვაციური mRNA ტექნოლოგიებით ვაქცინების შექმნაზე, რათა შესაძლო პანდემიის შემთხვევაში შემუშავებული ტექნოლოგიები გამოეყენებინათ და ამ გზით უფრო მარტივად გამკლავებოდნენ მას.

„სწორედ ამ მიზეზით განვახორციელეთ ინვესტიციები კლინიკურ ცდებში, რომელიც გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპზე ჩატარდა; იმ ტიპებზე, რომლებსაც, როგორ წესი ეპიდემიებში არ ვხვდებით, მაგრამ ახალი პანდემიის გამოწვევა შეუძლიათ. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვფიქრობდით განვითარებული სცენარის შესახებ.“

წყარო: Exclusive: Meet The Harvard Professor Who Became A Billionaire Thanks To Coronavirus

No Comments Yet

Comments are closed