HBO-ზე სერიალებისა და ფილმების ნახვა დღეიდან უფასოდაა შესაძლებელი

HBO დღეიდან მთელი რიგი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების ყურებას უფასოდ გვთავაზობს. მომხმარებლებს კონტენტზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელსაც HBO Now-სა და HBO Go-ს მხარდაჭერა აქვს.

საწყის ეტაპზე, HBO უფასო სერვისს ერთი თვით შემოგვთავაზებს. ზოგადად, 1 თვიანი სააბონენტო პაკეტის ღირებულება $14.99-ია და მისი საშუალებით მაყურებელს წვდომა აქვს პლატფორმის ყველა სერვისზე.

დღეს სტრიმინგ-სერვისზე უფასოდ შეგვიძლია ვნახოთ – სოპრანოს კლანი, მემკვიდრეობა, სილიკონის ველი, ექვსი ფუტის სიღრმეში,  მოთამაშეები, ნამდვილი სისხლი, მოსმენა, ვიცე პრეზიდენტი და სხვა.  გარდა ამისა, HBO უფასოდ გვთავაზობს Warner Brothers-ის 20 ფილმს. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დოკუმენტური ფილმებიც.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.