ჰუალინგ ჯგუფმა სახელმწიფოს ბიოლოგიური უსაფრთხოების კომპლექტები გადასცა

ფოტო: Facebook/Hualing Group

ჰუალინგ ჯგუფმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა.

ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაკრები მოიცავს ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონს, FFP2 ტიპის რესპირატორს, დამცავ სათვალეს, ბიოლოგიური უსაფრთხოების ბახილს და ხელთათმანს.

ამედიცინო უსაფრთხოების ნაკრები გამოიყენება სამედიცინო პერსონალისა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტების მიერ ინფექციის შემდგომი გავრცელების აღკვეთის მიზნით. სამედიცინო უსაფრთხოების ნაკრები შესაძლებელს ხდის სამედიცინო პერსონალის უსაფრთხო კონტაქტს ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებთან.

ბიოლოგიური უსაფრთხოების აღჭურვილობა საქართველოში სამედიცინო ტექსტილის ერთადერთი მწარმოებლის Doctor goods მიერ არის წარმოებული.