გუდაური აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტებს შორის

Photo by Vruyr Martirosyan

იანვარი და თებერვალი საუკეთესო პერიოდია ზამთრის სამთო კურორტებზე დროის სატარებლად. ფინანსური არასტაბილურობის პერიოდში ყოველწლიურ სათხილამურო არდადეგებებზე უარის თქმა გამოსავალი არ არის. The Telegraph მკითხველს ურჩევს ბიუჯეტური დასვენება დაგეგმონ და ყურადღება ცოტათი უფრო აღმოსავლეთით გადაიტანონ.

The Telegraph-ის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტები საფრანგეთის, ავსტრიის, შვეიცარიისა თუ იტალიის მყინვარებს თავისუფლად ანაცვლებენ და საშუალებას აძლევენ დამსვენებლებს ბიუჯეტურად გაატარონ არდადეგები სრულიად სხვა კულტურისა და შესაძლებლობების ქვეყნებში.

მოთხილამურეების საყვარელ 10 საუკეთესო ზამთრის კურორტს შორის, ამჯერად, საქართველო, კერძოდ, გუდაური მოხვდა. „ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარე კურორტი 144 კილომეტრით არის თბილისის აეროპორტიდან დაშორებული. აქ სათხილამურო სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებში იწყება და აპრილის ბოლომდე გრძელდება“-აღწერილია სტატიაში.

გარდა იმისა, რომ გუდაური საქართველოში ყველაზე პოპულარული სამთო კურორტია, მისი ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბითაც იზრდება, რადგან ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად უფრო იმატებს. ასევე მზარდია სასტუმროების, ბინების, ბარებისა და რესტორნების რიცხვი. თუმცა, ყველაზე უფრო დიდ ყურადღებას იგი იმსახურებს 70 კილომეტრზე გადაჭიმული სასრიალო გზის გამო, რომელიც იდეალურია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. გუდაურში ასევე დაშვებულია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო აქტივობა Heliski, რის გამოც კურორტი უცხოელი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველია.

გარდა საქართველოსა, სიაში მოხვდნენ: პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, სადაც ზამთრის სამთო-სათხილამურო არდადეგები დაჯდება ბევრად იაფი. თუმცა, აქ გატარებული დრო იქნება დაუვიწყარი და მრავალფეროვანი თავგადასავლებით სავსე.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.