ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან(IMF) 5 მილიარდ დოლარის მოცულობის სესხს ითხოვს, კორონა ვირუსთან საბრძოლველად და წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩათვლის, რომ ფონდმა დისკრიმინაციული ნიშნით შეიკავა თავი.
გასულ თვეში ირანის ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე მოთხოვნა გაუგზავნა – ეს თეირანის პირველი მოთხოვნაა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
„მოვითხოვ საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები… ჩვენ ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრები. სესხების გაცემისას დისკრიმინაცია არ უნდა იყოს“ – განაცხადა რუჰანმა.
შეერთებული შტატების სანქციების პარალელურად, რომლებიც განახლდა 2018 წელს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, კორონავირუსმა კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას.
ირანმა უკვე აკრძალა საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ოფიციალური პირების ცნობით, COVID-19-ით ირანში გარდაცვლილია 3,400-მდე ადამიანი, ხოლო დაინფიცირებული 65,000-მდე.