ISET-PI: რეალური ეკონომიკური შემცირება, შესაძლოა, პროგნოზზე შემაშფოთებელი აღმოჩნდეს

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მშპ-ის ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წლიურად 16,6%-ით შემცირდა და პირველ ოთხ თვეში ნიშნული 1,5%-მდე დაეცა. კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგისა.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის პროგნოზითაც, 2020 წლის მეორე და მესამე კვარტალში მშპ-ის ზრდა 2.0% და 2.5%-მდე აიწევს. 2020 წელს მოსალოდნელი წლიური ზრდა, საშუალოდ, 2.3%-ს მიაღწევს.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მონაცემები სრულად არ ასახავს COVID-19-ის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ პროგნოზი შემაშფოთებელია, შესაძლოა, რეალური მონაცემები გაცილებით პესიმისტური აღმოჩნდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 2020 წელს -4%-მდე შემცირდება.

COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოსალოდნელი გავლენა ეკონომიკაზე ვრცელდება მთელ რიგ ეკონომიკურ სექტორებზე, როგორებიცაა ტურიზმი, ფულადი გზავნილების მოდინება, ვაჭრობა, მოხმარება და პროდუქციის წარმოება.